თბილისში ჩამონგრეული შენობის ქვეშ სამი მუშა მოყვა

08 აპრ 2020

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, სადაც შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს, შენობის ერთი კედელი ჩამოინგრა. ნანგრევებში კი სამი მუშა მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა 3 მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მუშები კონტაქტურები იყვნენ. 

 "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, შენობის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ.  შემთხვევის ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა.   მეხანძრე-მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან მალევე ამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული. მუშებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა" - წერია უწყების ფეისბუქ გვერდზე. .