საჩუქარი რეგიონის მოსახლეობას

06 აპრ 2020

თურქეთის რესპუბლიკის წარმოშობით ქართველმა მოქალაქემ აჭარის მოსახლეობისთვის საჩუქრად 50 ტონა მაკარონი გამოაგზავნა. ტვირთი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მიიღო და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს გადასცა. მაკარონი სხვა პროდუქტებთან ერთად  მოსახლეობის შეჭირვებულ ჯგუფებს დაურიგდებათ. 

როგორც აწარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გვითხრეს, მაკარონის დეფიციტი საქართველოში კორონა ვირუსთან დაკავშირებით სურსათზე მოთხოვნილების გაზრდის გამო გაჩნდა.