ბათუმი, ამინდი - მომდევნო ორი დღე ცივი იქნება

06 აპრ 2020

ხვალ და ზეგ აჭარაში არასტაბილური, მაგრამ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა სანაპირო ზოლში +13,+15 გრადუსი იქნება, მთაში კი შედარებით ნაკლები +8,+10 გრადუსი.

მიუხედავად იმისა, რომ წვიმა მოსალოდნელი არ არის, ზღვის წყლის დაბალი ტემპერატურისა და დასავლეთის ქარის გავლენით, არ დათბება.

 

 

ფოტო: ირინე წუწუნავა