ჩელტაში გეოლოგიურ დასკვნას ითხოვენ

24 სექ 2016

გეოლოგიურ დასკვნას ითხოვენ სოფელ ჩელტაში. მოსახლეობის განცხადებით, საავტომობილო გზაზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, მიწის მასა ჩამოიშალა, რაც მათივე თქმით, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ კედელი 2 წლის წინ გაამაგრეს, თუმცა პრობლემა ამით ვერ მოგვარდა. მათივე ინფორმაციით, გამაგრებითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ ისევ დაიწყო, თუმცა უამინდობის დროს საფრთხის რისკი იზრდება. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მეწყერსაშიშ ზონაში ~ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე იმყოფებოდა.