დეზინფექცია შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებში

05 აპრ 2020

ინტენსიური  სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს   საკარანტინო ზონაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საპოლიციო დანაყოფებში.  

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,  სპეციალური ხსნარებით მუშავდება ქვეყნის მასშტაბით  შინაგან  საქმეთა  სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ჯამში 241 -ზე მეტი ობიექტი. კორონავირუსის  გავრცელების   პრევენციის   მიზნით  დეზინფექცია  მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ტარდება.