ლონდონიდან  ბათუმში სპეცრეისით ჩამოფრენილი 180-მდე  მოქალაქიდან 1-ს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდა

05 აპრ 2020

ლონდონიდან  ბათუმში სპეცრეისით ჩამოფრენილი 180  მოქალაქიდან 1-ს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდა. ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანარჩენი 179 მოქალაქე აჭარის  სასტუმროებში „ოაზისსა“ და „თანამგზავრში“ მოათავსეს,  რომლებიც  14 დღიან სავალდებული კარანტს გაივლიან.  მოქალაქეებმა  სამედიცინო  შემოწმება   აეროპორტშივე გაიარეს.