აშშ-ს საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

05 აპრ 2020

აშშ-ის საელჩო თბილისის ანძის აშშ-ს ფერებში განათების გამო საქართველოს და თბილისის მერიას მადლობას უხდის.

“დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის. ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ ყველაფერს!“,- აღნიშნულია საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

3 აპრილს თბილისის ანძა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში განათდა.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა.