ფოთის ჰოსპიტალში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პაციენტი შეიყვანეს

05 აპრ 2020

ფოთის ჰოსპიტალში გვიან ღამით განმუხურის საკარანტინო სივრციდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პაციენტი შეიყვანეს.ექიმების თქმით, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ანალიზი  ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

მიმდინარეობს კლინიკო - ლაბორატორიული კვლევა. გამოძახებულია დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგიური სამსახური და გადაწყდება ტესტირების საკითხი.gანაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.