ტყეში  ბზის  მოჭრა,  ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება  კანონით დაისჯება

05 აპრ 2020

ბზობის  დღესასწაულის  მოახლოებასთან დაკავშირებით ,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.  ტყეში  ბზის  მოჭრა,  ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება  კანონით დაისჯება. საჯარიმო  სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს,  სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან -   თვითმმართველობის  მიერ გაცემული შესაბამისი  ცნობის საფუძველზე. გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას,   კერძო სანერგეებში გამოყვანილ  ბზას სთავაზობს.