საქართველოში კორონავირუსით 170 ინფიცირებულია

05 აპრ 2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 170 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 36 პირი გამოჯანმრთელდა. 

კარანტინის რეჟიმშია - 5067, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - 330. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.