ბათუმის მერიის თანამშრომლები 3 თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

04 აპრ 2020

ქართული ოცნების ინიციატივას ბათუმის მერიის თანამშრომლები უერთდებიან.

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3 3 თვის განმავლობაში ქალაქის მერი, მოადგილეები , მაღალი თანამდებობის პირები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და აიპ-ების ხელმძღვანელები ჩარიცხავენ.ინფორმაცია  ლაშა კომახიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.