თურქეთის 31 ქალაქში  ავტომობილების შესვლა და გასვლა აიკრძალება - საელჩო

04 აპრ 2020

საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ქვეყანაში ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 31  ქალაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა.თურქეთში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 424 მოქალაქე.