საქართველოში კორონავირუსით 156 ინფიცირებულია

04 აპრ 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი  გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 156 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 28 პირი გამოჯანმრთლედა. კარანტინის რეჟიმშია - 5526, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - 344. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.