საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

03 აპრ 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 23 მარტიდან, აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე, ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების საფუძველზე რადიკალურად შეიცვალა.  

ციტატა: გადაცემათა სრული უმრავლესობა შეჩერდა განუსაზღვრელი ვადით.    ამგვარი ქცევის ოფიციალურ მოტივად კორონავირუსის პანდემია და შესაბამისად - დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა დასახელდა თუმცა, გამოვთქვამთ გონივრულ ეჭვს სხვა მოტივების არსებობის შესახებ ხოლო გადაცემის გაჩერებით გაღარიბდა მაუწყებლის საეთერო ბადე. ალტერნატიული პროფკავშირი მიმართავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს, - ა) უზრუნველყონ საეთერო ბადეში იმ შეჩერებული გადაცემების აღდგენა [მოდიფიცირებული ფორმატით], რომლებსაც შეუძლიათ ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს და - ბ) მისცენ დასაქმებულებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა [უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის ფონზე]. - აღნიშნულია განცხადებაში .