შეხვედრა ამომრჩევლებთან

23 სექ 2016

პარტიები  წინასაარჩევნო კამპანიას  აგრძელებენ.  “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქობულეთში დღეს განათლების და კულტურის სფეროს  წარმომადგენლებს შეხვდნენ.   წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ  ამომრჩევლებმა პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. ერთ-ერთი საკითხი პედაგოგების  ხელფასების გაზრდა იყო.