დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები გლუკომეტრის ჩხირებს სახლში მიიღებენ

01 აპრ 2020

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.

ფოსტის კურიერებმა სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ დაარიგეს. გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებთან ერთად საქართველოში დამზადებული პირბადეებიც დარიგდა.