სასადილოების ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დასრულდა

01 აპრ 2020

ბათუმის მერიის მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, არამალფუჭებადი პროდუქტები მარტოხელა და ხანდაზმულ ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა  სახლში  მიუტანეს. უფასო სასადილოებში მომსახურების წესები   ერთი თვით  შეიცვალა.