საყოველთაო კარანტინის პირობებშიც საქართველოს პორტები 24 საათის განმვალობაში ღია რჩება

31 მარ 2020

საყოველთაო კარანტინის პირობებშიც საქართველოს პორტები რჩება ღია 24 საათის განმვალობაში. სატვირთო ოპერაციები განხორციელდება შეუფერხებლად.

მიღებულია შემდეგი ზომები ვირუსის პრევენციის მიზნით:საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; საზღვრის კვეთა ეზღუდებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში; საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას;