COVID 19 -ით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდა დაინფიცირდა

30 მარ 2020

ამ წუთებში,  კორონავირუსით დაინფიცრებული მედდა   ბათუმის „მედალფა“- ში გადაჰყავთ, ინფორმაცია კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ მოგვაწოდა.

მისი ინფორმაციით,  დაინფიცირებული მედდას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ცნობილია COVID 19 -ით დაინფიცირებული  მედდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოში მუშაობს.

უკავშირდება თუ არა ამ ფაქტს, ის რომ დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პაციენტი, ვინც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა ბათუმის „მედალფაში“ გადაიყვანეს, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია. 

მედპერსონალის დაინფიცირების შესახებ დღეს პირველმა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაადასტურა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.