30 მარ 2020
ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, სწრაფ ტესტებს თავისი დრო და ადგილი აქვთ და ამ თემას მთავრობა სპეციალისტებთან განიხილავს.
"როდესაც თქვენ მეკითხებით, სწრაფი ტესტების შესახებ მე, მთავრობის ხელმძღვანელს, როდესაც მილიონჯერ გქონდათ შესაძლებლობა შესაბამისი ექსპერტებისთვის გეკითხათ და ვიცი რომ ჰკითხეთ და მათი პასუხებიც ვიცი, და ამ კითხვას რამოდენიმეჯერ იმეორებთ ესეც ჩემთვის პოპულიზმია", — აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით პოპულიზმის ფასი არა პოლიტიკური დივიდენდები, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა ახლა მთავარი.
გიორგი გახარიას თქმით, ის რაც მედიაში სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ხდება "ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულირებაა"
და თქვენ თუ გგონიათ რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მე ვალდებული ვარ აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, ძალიან ცდებით,“ - გიორგი გახარია