ვითარება კარანტინის ზონაში

30 მარ 2020

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს  საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო ასეული.

უწყების ინფორმაციით, ასეულის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ყველა შემავალ და გამომავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ.