მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა

29 მარ 2020

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. საველე ჰოსპიტალში მეთვალყურეობის ქვეშ 4 მოქალაქე რჩება. თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მცხოვრებს უკვე ჩაუტარდა. მუნიციპალიტეტებში მე-7 დღეა კარანტინია.  

სამართალდამცველები გაძლიერებულ პატრულირებაზეა გადასული და იზოლაციაში მყოფ დამრღვევ პირებს აჯარიმებენ.