პანდემია მსოფლიო რუკაზე

29 მარ 2020

685,150 ინფიცირების შემთხვევა მსოფლიოში. 32,183 გარდაცვლილი და  146,400 გამოჯანმრთელებული. კვლავ მძიმეა ვითარება იტალიაში. ლეტალური შემთხვევების რაოდენობით იტალია პირველ ადგილზეა. პანდემია მძვინვარებს  ესპანეთშიც.

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად დღეს თბილისის ანძა მათი დროშის ფერებში განათდა, რამდენიმე დღის წინ კი  მსგავსი ქმედებით სოლიდარობა  იტალიის მიმართ გამოვხატეთ. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. შესაბამის პოსტი ქვეყანამ უწყების თვითერზე გამოაქვეყნა.