კოვიდ  - 19 მსოფლიოს 202 ქვეყანაში

28 მარ 2020

კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ  მსოფლიოში  621 592 მიაღწია. მონაცემები ყოველ წუთს იცვლება, იზრდება ინფიცირებულების, გარდაცვლილებისა და გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი.

მსოფლიოში ამ დროისთვის 28 791  მოქალაქეა გარდაცვლილი, 137 364 კი გამოჯანმრთელდა.  ლეტალური შემთხვევების  რაოდენობით სამწუხაროდ კვლავ იტალიაა პირველ ადგილზე სადაც დაღუპულია  - 9 134 ადამიანი.