საქართველოში კორონავირუსით 90 ადამიანია ინფიცირებული - მონაცემები განახლდა

28 მარ 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.  ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

კარანტინში ამ დროისთვის 4534 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 რჩება.