ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე სახლი იწვის

28 მარ 2020

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ორსართულიან  საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრეებს გვერდით მდებარე კორპუსიდან მოსახლეობა  კიბის საშუალებით გამოჰყავს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.