სამების საკათედრო ტაძრიდან საკვირაო წირვების ტრანსლაცია მოხდება

27 მარ 2020

საგანგებო ვითარების დასრულებამდე საქართველოს პირველი არხი საკვირაო წირვების ტრანსლაციებს სამების საკათედრო ტაძრიდან შემოგთავაზებთ. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი აქვეყნებს. 

საკვირაო წირვის ტრანსლაცია 29 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და საგანგებო ვითარების დასრულებამდე 21 აპრილამდე გაგრძელდება.