საქართველოში კორონავირუსით 81 ინფიცირებულია - მონაცემები განახლდა

27 მარ 2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ პორტალზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

81 პირიდან  გამოჯანმრთელდა 13, კარანტინის რეჟიმშია - 4427, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257.