26 მარ 2020
ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იქ არსებულ ვითარებაზე გვიყვებიან. ესპანეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. დაკეტილია ყველა ობიექტი გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელის.
ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილია კრიზის ჯგუფი, რომელიც მძიმე სოციალურ პირობებში დარჩენილ იქ მყოფ თანამემამულეებს ეხმარება. გადაადგილებასა და თავშეყრაზე დაწესებულია შეზღუდვები.