22 სექ 2016
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ნაციონალურ მოძრაობას და კერძოდ ლევან ვარშალომიძეს ტყუილში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, წინასაარჩევნო დაპირება ბინების გადაცემის თაობაზე, რომელსაც ვარშალომიძე ეკომიგრანტებს, უსახლკაროებსა და სოციალურად დაუცველებს სთავაზობს, ყალბია. ბაკურიძის ბრალდებას ნაციონალურ მოძრაობაში უპასუხეს.