უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

25 მარ 2020

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში, 24 აპრილამდე გაგრძელდება.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყანას უკრაინას ჩაკეტილი აქვს საზღვრები, მკაცრად კონტროლდება ქალაქებს შორის გადაადგილებაც.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 114 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსის შედეგად 4 პირი გარდაიცვალა, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა.