დღეიდან საკარანტინო ზომები ამოქმედდა კორონავირუსის პანდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში

25 მარ 2020

დღეიდან საკარანტინო ზომები ამოქმედდა კორონავირუსის პანდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში. დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის არმქონე პირებს.

ამის გარდა  დაიხურება დაწესებულებების ძირითადი ნაწილი და იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. შეზღუდვები  7 აპრილამდე გაგრძელდება.

ეპიდსიტუაციის გამო ზომებს ამკაცრებს ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმიც.ე.წ. უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დამრღვევებს აფრთხილებს, რომ ყველა ე.წ. დამრღვევი, ვისაც „მესაზღვრეები დააკავებენ, იქნებიან გადაყვანილი კარანტინში სამედიცინო დაწესებულებაში.