რუსეთში კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
25 მარ 2020
რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას კამჩატკაზე მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.