კორონავირუსით გამოჯანმრთელებულმა N9 პაციენტმა კლინიკა დატოვა

24 მარ 2020

გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა. ის 2 კვირით სახლში, თვითიზოლაციაში დარჩება. 

საქარველოში კორონავირუსი უკვე 67 ადამიანს დაუდასტურდა. 9 პაციენტი კი, კლინიკიდან გაეწერა. 

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასევე ქვეყნის 2 ქალაქში მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული.