სწრაფ ტესტებს ხვალიდან შემოიტანენ

23 მარ 2020

ოთხშაბათიდან  მოსახლეობას მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდება.  ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა  მთავრობაში გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.  ხვალ კი ქვეყანაში ,ტესტების პირველი ნაკადი შემოვა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით,   სწრაფი ტესტების შემოტანა 4 ეტაპად მოხდება, მისივე განმარტებით, რაოდენობა არის საკმარისი, რომ საკმაოდ დიდი ჯგუფები გაიტესტოს. ტესტების ხარისხი  ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შეირჩა.