ხვალ საქართველოში +20, +22 გრადუსამდე დათბება

22 მარ 2020

ხვალ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამინდს განსაზღვრავს უფრო ინტენსიურად გავრცელებული თბილი ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და აღმოსავლეთის ბარში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთის დაბლობზე კი ყველაზე მეტად 22, +24 გრადუსამდე დათბება.

მთაშიც საგრძნობლად +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.

საქართველოში უახლოეს დღეებში მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

ფოტო: ირინე წუწუნავა