ვინ როგორ გაიგო შეკრების შეზღუდვაზე აკრძალვა?

22 მარ 2020

პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკტრეტში, ერთ-ერთი შეზღუდვა ადამიანთა თავშეყრას ეხება.  საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას,  რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

თუმცა დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ როგორც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარემ და მოადგილემ, გიორგი გახარიასგან განსხვავებული განცხადებები გააკეთეს. სწორედ მათი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გახდა მსჯელობის საგანი.