ხვალიდან თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ  სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება

22 მარ 2020

ხვალიდან თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ  სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს თურქეთში.

საელჩოს ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველოს დროით იმუშავებს დილის 10 საათიდან 18 საათამდე. საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს მოქალაქეებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს.