COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა - მარინა ეზუგბაია

22 მარ 2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.

მისი განმარტებით, განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.