პენსიონერებისთვის 100-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერის გადაცემის ინიციატივა

21 მარ 2020

ნაციონალური მოძრაობა ახალი ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას სთავაზობს, რომ საქართველოში ყველა პენსიონერს 100-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერი დაურიგონ.

ამის შესახებ პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. სამადაშვილის თქმით  აღნიშნული ვაუჩერი დაეხმარება პენსიონერებს, რომ კორონავირუს მომზადებულები შეხვდნენ.