რის საშუალებას აძლევს მთავრობას საგანგებო რეჟიმის გამოცხადება - პრემიერის განმარტება

21 მარ 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა ერთი თვით, 21 აპრილამდე შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა. პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, თუ რის საშუალებას აძლევს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას.

➤ საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აძლევს იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. 

➤ საერთაშორისო სამგზავრო, სახმელეთო და საჰაერო, საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. 

➤ დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები.

➤ საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის, შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება და მატერიალური საშუალებები.

➤ იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

➤ მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

➤აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და   პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

➤მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს.

➤ საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.