ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტს აკვირდებიან - პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი

21 მარ 2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობას 2 პაციენტი გადის. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში კიდევ 4 პაციენტს აკვირდებიან.

"ამ დროისათვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არის 2 დადასტურებული შემთხვევა. პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა არის სტაბილურად დამაკმაყოფილებელი. კლინიკაში შემოყვანილია კიდევ 4 პაციენტი საკარანტინე ზონიდან, მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და მათი პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. მათ მომატებული ტემპერატურა აღენიშნებათ. ისინი რისკქვეყნებიდან ქუთაისის  აეროპორტში ჩამოფრინდნენ"- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, თამაზ კარანაძემ.