ემიგრანტები კორონავირუსსა და საცხოვრებელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე

20 მარ 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება. იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა დიდია, საქართველოს შესაბამისი საელჩოს  ფეისბუქ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა. რა რეგულაციები ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებზე, რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი?