რელიგიურმა კონფესიებმა ლოცვის წესები შეცვალეს

20 მარ 2020

საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა სახის კოლექტიური ლოცვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მათ მიერ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის ღია დარჩება.