ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს აკვირდებიან, მათ მომატებული ტემპერატურა აქვთ

20 მარ 2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსი გუშინ საღამოს საკარანტინე ზონიდან კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. მათ მომატებული ტემპერატურა აქვთ. დავით მურვანიძის განმარტებით, მათი ანალიზების პასუხები, სავარაუდოდ საღამოს იქნება ცნობილი.

"პაციენტი, რომელსაც ინფექცია დადასტურებული აქვს თავს კარგად გრძნობს, თვითშეგრძენბა მშვენიერია, ანალიზების მიხედვით მისი მონაცემები ნორმალურია და სიცოცხლისთვის სახიფათო არაფერი აღენიშნება. რაც შეეხება იმ პაციენტებს რომელთა მოძრაობა ჩვენთან შეინიშნება, რომლებიც გადმოყავთ კარანტინის ზონიდან გუშინ 4-ის პასუხი უარყოფითი იყო, დღეს 2- ის პასუხს კიდევ ველოდებით. არ არის გამორიცხული, რომ  ციფრები შეიცვალოს.  ეს საკარანტინე ზონაში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. საღამოსთვის იქნება სავარაუდოდ აღნიშნული 2 პაციენტის პასუხები. მათ მომატებული ტემპერატურა აღენიშნებათ"-განაცხადა დავით მურვანიძემ.