„ალტერნატივა“ ბათუმის მერიას მოხალისეობას სთავაზობს

18 მარ 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო ბათუმის მერიას მოხალისეობას სთავაზობს. ორგანიზაციის წევრები დღეს სოციალური სერვისების სააგენტოს ერთ-ერთ სასადილოსთან მივიდნენ.

სააგენტოს ხელმძღვანელს შესთავაზეს ბენეფიციარებისთვის საკვების სახლში მიტანა.  შეთავაზებაზე სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა უარი განაცხადა, მიზეზად საკვების მიწოდების წესები დაასახელა.