ბულგარეთი-თურქეთის საზღვართან დარჩენილები

18 მარ 2020

ბულგარეთი-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს ბრუნდებიან. თურქეთ-საქართველოს საზღვარს ისინი სპეციალური ავტობუსებით გადმოკვეთენ.

80-მდე მოქალაქე კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. გამომგზავრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.