საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

18 მარ 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81. 38 პირიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით 4 ახალი შემთხვევა გუშინ ღამე დადასტურდა. მისივე განმარტებით აქედან ინფექციურში წევს მხოლოდ ორი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მარინა ეზუგბაიას თქმით, აღნიშნული ორი პაციენტი მათივე კლინიკაში მოთავსებული პაციენტების კონტაქტია.