კორონავირუსის პრევენციის მიზნით აგრარული ბაზრებისთვის რეკომენდაციები გაიცა - სესი

17 მარ 2020

სურსათის ეროვნული სააგენტო კორონავირუსის პრევენციის მიზნით აგრარული ბაზრებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
სააგენტოს ინსპექტორები ბიზნესოპერატორებს მოუწოდებენ გაზარდონ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე. გარდა აღნიშნულისა რეკომენდაციები რამდენიმე პუნქტს მოიცავს.

• შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;

• სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;

• ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;

• ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით.