14 მარ 2020
თვითიზოლაციის წესების დარღვევის ბოლო 24 საათში ათი ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისიდან, ასევე კახეთის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან 10 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.
საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი.